„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2072
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-16
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.05.001.001.229
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ.146.) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6

ყოველთვიური პროცენტული დანამატი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს 15 პროცენტის ოდენობით, მიეცემა მოსამართლეს, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ადიგენის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, წალკისა და შუახევის რაიონებში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი.

№2072–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია