„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
310
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-08-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-12
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016470
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 310

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ სოცია­ლური რეაბილიტაციისა და ბავ­შვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმ­წი­ფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავ­რო­ბის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დად ­ გე ­­ ნილებ აში (სსმ, ვებპორტალი, 28.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1 . „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნ ­ ვის 2011 წლის სა­ხელმწიფო პროგრამ ის“ (დანართი № 1):

 ა) პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

 „2. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სა­ხელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,723,400 ლარის ოდე­ნო­ბით, ამ დანართის მე-3 მუხლის პირ­ველ პუნქტში მოცემული ცხრი­ლის შე­საბამისად.“;

 ბ) მე‑3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

 „1. პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების (კომპონენტების) ბიუჯე­ტი გა­ნისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

№ ­­

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის

2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამები (კომპონენტები)

ბიუჯეტი (ლარ ო ბით)

1 .

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლო­ბით გან­საზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსუ­რი უზ­რუნველყოფის ქვეპროგრამა

 

1,706,800

2 .

მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნ­ველ­ყოფის ქვეპროგრამა

240,000

3 .

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

2,890,800

4 .

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახუ­რე­ბებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

4,353,185

5 .

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგ­რამა

99,000

6 .

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვე­პროგრამა

71,415

7 .

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატ­რო­ნაჟის ქვეპროგრამა

540,000

8 .

შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

324,000

9 .

დასვენება-გაჯანსაღებისა და საკურორტო რეაბილიტაციის ქვე­პროგრამა

94,500

10 .

ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვე­პროგრამა

656,700

10.1

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბი ­­ ლიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

626,700

10.2

დადგენილების დანართი 1.10-ის (ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) ქვეპროგრამა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის

30,000

11 .

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელ­შეწ­ყობის ქვეპროგრამა

40,000

12 .

გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

86,400

13 .

ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა

108,000

14 .

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

2,457,600

14.1

სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა და ­ საქ ­ მების ხელშეწყობის კომპონენტი

196,000

14.2

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყო ­ ფის კომპონენტი

263,400

 

14.3

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

487,700

14.4

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,510,500

15 .

პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა

39,000

16 .

ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

16,000 .“.

      

2 . „ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრა ­ მ ის“ (და­ნართი 1.5) მე‑4 მუხლის მე‑4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

     3. „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის კოხ­ლე­ა­რული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (დანართი 1.14.4) მე‑4 მუხლის მე­‑3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია