საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 115
2011 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 17 ნოემბრის №214 ბრძანებით (სსმ , №141 , 18 /11 /2009 წ.) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდას .“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი