„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2037
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.001.001.224
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით (იჯარა, ქირავნობა, თხოვება, უზუფრუქტი და ა.შ.).“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი.

№2037-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია