„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
201
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2008-07-28
სარეგისტრაციო კოდი
040.050.000.05.001.003.237
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს – გეოლოგიური ფონდისა და გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დოკუმენტებისა და ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№201–რს

კრებსითი — სრული ვერსია