„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2036
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-14
სარეგისტრაციო კოდი
320.000.000.05.001.001.223
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40(47), 1999 წელი, მუხ.199) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სახელმწიფო ქსელების ან მათი ნაწილის კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი.

№2036–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია