„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-12
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.122.016080
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2011  წლის 29 ივლისი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №23  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

 „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №23 დადგენილების  (სსმ, 10, 12/08/2010) პირველი პუნქტით დამტკიცებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“.

    მუხლი 2.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს – ოთარ ჩიტაიშვილს.

    მუხლი 3.

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4.

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                         მ. საღარეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია