„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
186
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-05
სარეგისტრაციო კოდი
480070000.22.030.016026
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №186

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი  დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი  დებულების დამტკიცების თაობაზე”  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 09.10.2007, №140,  მუხ. 1553) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც იგი წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაგრამ არ გააჩნია ამ სახელმწიფოში მუდმივი ადგილსამყოფელი;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი                ნ. ვაშაკიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია