საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
607
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.016065
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №607

2011 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო    სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის №321 ბრძანებით  (სსმ III, 24.11.2005 წ., №136, მუხლი 1515) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ,,ცენტრის” ქონება არის ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქონება. ცენტრის ქონება შედგება საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისა და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობაში გადაცემული ქონებისაგან, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია