საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2020
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2003-04-24
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.001.216
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე გადამხდელის მიერ გადასახდელების გადახდილი თანხა შემოსავლების შესაბამის საბიუჯეტო ანგარიშებზე გადაიტანება მხოლოდ საქონლის დეკლარირებისა და საბაჟო გაფორმების დამთავრების შემდეგ.“.

2. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ჩათვლა (გადატანა) სხვა გადამხდელების საბაჟო გადასახდელების ვალდებულებათა დაფარვის ანგარიშში დაუშვებელია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 28 მარტი.

№2020-IIს

კრებსითი — სრული ვერსია