ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
419
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-02
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016291
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №419

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ“ 2011 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია