„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №244 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-02
სარეგისტრაციო კოდი
110060000.22.027.016179
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №244 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 112

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №244 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №244 ბრძანებით (სსმ III, № 172, 31.12.2010 წ., მუხ. 2499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. ა/რ პროკურატურის იურიდიული მისამართია: 6000, ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა №7.“.

2. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ)   მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. “.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია