„ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
110
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-02
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016177
„ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 110

2011 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის  პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის  №243  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ქალაქ თბილისის პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №243 ბრძანებით (სსმ № 172, 31.12.2010წ., მუხ. 2498) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მრჩევლები – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები . “.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. მრჩევლები – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ორგანიზებას უწევენ და უზრუნველყოფენ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 3 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია