„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1951
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.001.206
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №1-2, 1992, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც:

ა) დაჯილდოვდებიან 2003 წლის 1 იანვრიდან;

ბ) მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, დაჯილდოების პერიოდის მიუხედავად;

გ) დაჯილდოვდნენ სიკვდილის შემდეგ.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია იმ პირებზე, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ კანონის მე-7 პუნქტში, გაიცეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 29 იანვარი.

№1951_რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია