საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1949
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-19
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.205
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღ­ლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 2421 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული:

ა) დანამატი ხელფასზე (2003 წლის 1 სექტემბრისათვის არსებულ ოდენობაზე) გაიცემა:

ა.ა) 2003 წლის 1 სექტემბრიდან – 25 პროცენტი;

ა.ბ) 2004 წლის 1 სექტემბრიდან – 35 პროცენტი;

ა.გ) 2005 წლის 1 სექტემბრიდან – 50 პროცენტი;

ბ) დანამატი პენსიაზე გაიცემა 2004 წლის 1 იანვრიდან.“.

2. 2471 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 29 იანვარი.

№1949 –  რს

 

კრებსითი — სრული ვერსია