“დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-07-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-03
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016075
“დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №34

2011 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №27 ბრძანებით (სსმ , ვებგვერდი, 110701013, 01.07.2011) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს:

ა) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალს;

ბ) სათაფლიის აღკვეთილს;

გ) პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლს;

დ) თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლს;

ე) ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ვ) ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლს;

ზ) ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

თ) ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ი) იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლს;

კ) საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ლ) წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლს;

მ) ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს;

ნ) ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;

ო) გაბზარული ტბის ბუნების ძეგლს;

პ) საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლს;

ჟ) სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლს;

რ) დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ს) მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლს;

ტ) ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლს;

უ) ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლს.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ , ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია