კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2011 წლის 29 ივლისი
ქ. კასპი
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ, 28.01.2011) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აწარმოებენ საქმეებს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, ასევე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში გამოსცემენ ,,დადგენილებას“;
დ) ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ოქმს და აწარმოებენ ადმინისტრაციულ წარმოებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი