„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2011-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-29
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016004
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №81

2011 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის  30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებით (ვებგვერდი , 110630002,30/06/2011) დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის“  25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბუთის სააგენტოსთვის წარდგენის საბოლოო ვადაა 2011 წლის 1  ნოემბერი.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორის პირველი მოადგილე                  ვ. გოგორიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია