„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
106
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2011-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-01
სარეგისტრაციო კოდი
310150000.35.160.016089
„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №106

2011 წლის 28 ივლისი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველ ქალაქ რუსთავში და თბილისის მიმართულებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 1 ივნისის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დებულების (სსმ V, 110602017, 07/06/2011 წ.) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – პარტნიორების სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და წესდების დამოწმებული ასლი, განცხადების წარმომდგენი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი და იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები.“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    კ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია