ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2011 წლის 22 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ № 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. შევიდეს ცვლილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილებაში (სსმ V, 13, 18/08/2010წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. სამსახურის შემადგენლობა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და შვიდი მთავარი სპეციალისტისაგან, რომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი