„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N 26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016068
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N 26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 22 ივლისი

ქ. წალენჯიხა

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს           2010 წლის 29 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

      მუხლი 1

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №26 დადგენილებით (სსმ V, 29.11.2010წ., №56, მუხ.1657) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) წარადგინოს წინადადებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფიზიკური ან/ და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე.

     მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         კ. ციმინტია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია