,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823-876 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
678
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-23
სარეგისტრაციო კოდი
230150080.22.033.008811
,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823-876 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.008.811

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №678-797

2006 წლის 22-23 ივნისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823-876 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30-26 აგვისტოს №823-876 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ” ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №102, მუხ. 1138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საბაჟო კონტროლის ზონა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოსთან, აჭარის სამმართველოსთან და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილებაში (ქ. ფოთი) განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო გაფორმების ჯგუფების განლაგების ადგილი”.

2. მე-2 მუხლის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, აჭარის სამმართველოსა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილების (ქ. ფოთი) განთავსების ადგილებში.

დ) სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, აჭარის სამმართველოსა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილების (ქ. ფოთი) სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ჯგუფები”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

ივ. მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია