„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19.09.798
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-26
სარეგისტრაციო კოდი
330120000.37.101.016071
„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის მთავრობის    

დადგენილება № 19.09.798

2011 წლის   22 ივლისი

ქ. თბილისი

„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის    16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილებაში (სსმ 250211, 25/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 21. საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე იმ ნაგებობის მონტაჟზე ან/და არსებულ ნაგებობაზე სამუშაოების წარმოებაზე , რომლისთვის გამოსაყენებელი ტერიტორია არ აღემატება 6 კვადრატულ მეტრს, თანხმობას გასცემს სააგენტო.“

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)             დ. ნინიძე

კრებსითი — სრული ვერსია