„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19.11.800
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2011-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-26
სარეგისტრაციო კოდი
300320000.37.101.016072
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება № 19.11.800

2011 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით (გაზეთი ,,24 საათი“ , №140 , 30.06.2010 წ.) დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განმსაზღვრელ წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი:

„ 5. ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია ფიზიკური, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციების გათავისუფლება ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან.“ ;

ბ) 53 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომი გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.31.100 დადგენილების 21 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე ან/და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე ან/და არსებულ ნაგებობაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა:

ა) განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში – 100 ლარი;

ბ) განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში – 200 ლარი;

გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 300 ლარი;

დ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 400 ლარი;

ე) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 500 ლარი.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე ან არსებულ ნაგებობაზე სამუშაოების წარმოებაზე აქტის გამოცემა, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, გათავისუფლებულია მომსახურების საფასურის გადახდისაგან.“

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე -მერი)                დ . ნინიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია