„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
175
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-07-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-28
სარეგისტრაციო კოდი
480070000.22.030.016022
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება № 175

2011 წლის 22 ივლ ისი

ქ. თბილისი

 „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის № 156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის № 206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის № 156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007, № 140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. წარმომადგენლობა წარმოადგენს სამინისტროს საბალანსო ერთეულს, გარდა ამ მუხლის მე-1 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა . წარმომადგენლობას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) პირველ მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12–მე-15 პუნქტები :

,,12. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეიძლება დაინიშნოს ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად, თუ შესაბამისი ადგილსამყოფელი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ იქნება.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მუდმივი ადგილსამყოფელი არ აქვს, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, შეიძლება დაინიშნოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ბიუჯეტიდან, რომელიც განთავსებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აქვთ ერთიანი ბალანსი.

 15. იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, სადაც ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დანიშნულია საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვრცელდება ამ დებულებით გათვალისწინებული ნორმები საერთაშორისო ხელშეკრულებებით და მინისტრის მიერ დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით “.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ . ვაშაძე

კრებსითი — სრული ვერსია