საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1889 ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1889
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-28
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.027.007791
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1889 ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.007.791

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1889

2005 წლის 17 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №306 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ., №2, მუხ. 23) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ე) ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება.”

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის  28 ოქტომბრის ბრძანება  №1970-სსმIII,№126,28.10.2005წ.,მუხ.1409

კრებსითი — სრული ვერსია