,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016043
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2011 წლის 20 ივლისი

  ქ. ახმეტა

    ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის                 №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, №33, 04.10.2010, მუხ. 967) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,6. სპეციალისტი (საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში)“ .

 2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ,,მუხლი 14. სპეციალისტი (საინფორმაციო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში)

 ა) ახორციელებს საკრებულოს საქმიანობის ავტომატიზებას და კომპიუტერულ მომსახურებას;

 ბ) უზრუნველყოფს საკრებულოში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სიტემებისა და მონაცემთა ბაზების, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის გამართულ ფუნქციონირებას;

 გ) ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკის, სერვერების, მონაცემთა ბაზების ინფორმაციის დაცვას და ადმინისტრირებას; მომხმარებელთა უზრუნველყოფას ელექტრონული საფოსტო ყუთებითა და ინტერნეტით;

 დ) უზრუნველყოფს ახალი ქსელური პროგრამული პროდუქტების დანერგვას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაწყვეტის მეთოდების მოძიებას.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

  საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია