ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2011 წლის 22 ივლისი
ქ. ახალქალაქი
,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს ,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №21 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები:
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ. ახალქალაქი
| 0,24 | 0,50 | 0,12 |
| 2
| დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში | 0,24 | 0,45 | 0,108 |
| 3 | დასახლებათა შორის გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში | 0,24 | 0,40 | 0,096 |
| 4 | დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში | 0,24 | 0,38 | 0,0912 |
| 5 | დასახლებათა შორის გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში | 0,24 | 0,35 | 0,084 |
| 6 | სოფლებში
| 0,24 | 0, 25 | 0, 06 |
| 7 | დასახლებათა შორის არეალში | 0,24 | 0,125
| 0,03 |
“.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ჰ. მოვსესიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. აღიარებულია არარად - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს დადგენილება №24 - ვებგვერდი, 12.08.2011