საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 03.06.2002, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 39-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1 აპრილამდე“;
ბ) მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს შესაბამისმა სამთავრობო დაწესებულებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში 2003 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტისათვის იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ერთიან პაკეტად წარდგენა, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონით დაწესებულ ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობის სახეებთან, კერძოდ:“.
2. 41-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1 აპრილიდან“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 დეკემბერი.
№1845–რს