,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-27
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.105.016042
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

 2011 წლის 20 ივლისი

ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის №22 დადგენილებაში (სსმ 20/06/2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:

დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.  ამ წესის შესაბამისად ქონება სოციალური მიზნით შეიძლება გადაეცეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს (მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს), იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, აგრეთვე ხანძრის, მეწყერის, სხვა ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესებით დაზარალებულ პირებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის დახმარებას.“.

2.    დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, გრ. ქობალიას ქ. №12, უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

3.    ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი        

საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე                                               გრ. სხულუხია         

 

კრებსითი — სრული ვერსია