„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-25
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.126.016044
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

 2011 წლის 15 ივლისი

ქ. თერჯოლა

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №18 დადგენილებით (სსმ V, №34, 06.10.2010, მუხ.994) დამტკიცებულ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის შესახებ დებულების’’ მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ადგილობრივ ბეჭდვით გამოცემაში, გამყიდველის ვებგვერდზე www.terjola.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამყიდველი ინფორმაციას აქვეყნებს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.’’

 2. მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,6. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს გამყიდველი.“.

 4. მე-7 პუნქტის:

 ა) ,,ე’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ვ) ბეს ოდენობას, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომელთა ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;’’.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე

კრებსითი — სრული ვერსია