საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-19 მუხლში და 22-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“.
2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“ შეიცვალოს სიტყვებით „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 3 დეკემბერი.
№1817–Iს