,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №121-13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
677
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-31
სარეგისტრაციო კოდი
010220030.22.027.008988
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №121-13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.22.027.008.988

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №677–№206/ნ

2006 წლის 31-21 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის  სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №121-13/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ“ 2006 წლის 17 იანვრის საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №121-13/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., მუხ. 51) დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმ-სპეციალისტთა ერთობლივი კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. კომისიას აქვს სათანადო წესით რეგისტრირებული ბეჭედი და შტამპი, ასევე კომისიის ბლანკი. კომისის მისამართია ქ. თბილისი, პეკინის ქუჩა №30.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ფტიზიატრია-პულმონოლოგია – 2 სპეციალისტი;“;

გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ს“, ,,ტ“ და ,,უ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ს) ოტო-ლარინგოლოგი – 1 სპეციალისტი;

ტ) ტრავმატოლოგი – 1 სპეციალისტი;

უ) ყბა-სახის ქირურგი – 1 სპეციალისტი;“.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

ლ. ჭიპაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია