„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
390
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-19
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016278
„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №390

2011 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე     

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულების (სსმ III, 2009 წ., №86, მუხ. 924) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში აპოსტილით დამოწმების მიზნით წარდგენილი სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია