"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
92
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-15
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016159
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 92

2011 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის       30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ვ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის   „თ2“ და „თ3“ ქვეპუნქტები:

„თ2) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნა;

თ3) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია