საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №382
2011 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. იმ დამსახურებათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც ხდება დაჯილდოება, აგრეთვე დაჯილდოებისა და ჯილდოების ტარების სპეციალური წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის 15 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი