„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
102
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2011-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-19
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.160.016085
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №102

2011 წლის 14 ივლისი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 22 ოქტომბრის №31 დადგენილებით (სსმ 46 03.11.2010 წ.) დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას ყოველთვიურად (საჭიროების შემთხვევაში თვეში 2-ჯერ) წერილობითი ფორმით წარუდგენს მერს და მოთხოვნის შემთხვევაში საკრებულოს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი                  კ. ბარათაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია