საქართველოს კანონი
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 347) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) 51 პუნქტი:
„51. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 35 ლარია.“;
ბ) 62 პუნქტი:
„62. პირადობის ნეიტრალური მოწმობის განცხადების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთი 10 ლარია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 1 ივლისი.
№4987-რს