„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
380
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-07-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-15
სარეგისტრაციო კოდი
040110030.08.002.016273
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №3 80

2011 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს № 659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში (სსმ III , 2010 წ., №102, მუხ. 1526) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ “;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი.“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი “;

გ.ბ) პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი:

 „ე) წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს.“;

გ.გ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 მუხლი:

     „მუხლი 6.  წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი

1. წილების და აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საფასური ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

2. წილების და აქციების პირდაპირი გადაცემის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას მართვის უფლებით გადაცემის საფასური განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.

2.   ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია