„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5011-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-15
სარეგისტრაციო კოდი
040090000.05.001.016417
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასა და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა ოქროს ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან, ასევე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5011-რს

კრებსითი — სრული ვერსია