„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4941-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-14
სარეგისტრაციო კოდი
230000000.05.001.016399
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დოკუმენტის გამოთხოვისა,  სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 20 ლარია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4941-რს

კრებსითი — სრული ვერსია