„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4938-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-06-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-14
სარეგისტრაციო კოდი
010130000.05.001.016396
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

 „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი,  1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.“.

2. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ემიგრაციის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ მხარეებს ეცნობებათ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4938-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია