საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1639
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-26
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.132
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. რუსეთის ფედერაციაში წარმოებული მსუბუქი ავტომანქანების იმპორტი 2003 წლის 1 იანვრამდე იბეგრება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანის წლოვანების შესაბამისი ნიხრი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

 

წლოვანება

ახალი და 6 წლამდე

6-დან 11 წლამდე

11 წლისა და ზევით

თანხა ლარებში

0,50

0,60

1,00

.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1639–რს

კრებსითი — სრული ვერსია