საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1637
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-24
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.131
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1052 და 1053 მუხლები:

     „მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა

მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

    მუხლი 1053. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე

ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების რეალიზაცია შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან სამი ათას ლარამდე.“.

3. კოდექსის 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე ნაწილი:

„39. ამ კოდექსის 1052 და 1053 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის უფლებამოსილი პირები.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2294 მუხლი:

     „მუხლი 2294. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი

1. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – სამტრესტი განიხილავს ამ კოდექსის 1052 და 1053 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – სამტრესტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 4 ივლისი.

№1637–რს

კრებსითი — სრული ვერსია