ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება№25
2011 წლის 29 ივნისი
ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ანაკლიასა და განმუხურში I კლასს დაქვემდებარებული III კატეგორიის წყალსადენისა და კანალიზაციის მშნებლობის შესახებ, რომელთა განთავსება/მშნებლობა შესაძლებელია მშნებლობის ნებართვის გარეშე
ზუდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ანაკლიასა და განმუხურში ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული III კატეგორიის წყალსადენისა და კანალიზაციის განთავსება/მშენებლობა დასაშვებია აღნიშნული სოფლების ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ,,საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების“ 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
2. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, გრ. ქობალიას ქ. №12, უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 27.07.2011წ.