„,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცებისშესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-12
სარეგისტრაციო კოდი
010240030.32.057.016046
„,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცებისშესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №25

2011 წლის 5 ივლისი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შე­სა­ხებ“ აჭა­­­­რი­ს ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შე­სა­ბა­მი­სად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №39 დადგენილებით დამ­ტკი­ცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცია­ლუ­რი დაცვის სამინისტროს დებულებაში (გაზეთი „აჭარა“ 2007 წლის 6 აპრილი №54 (22.798) გვ. 11-13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„ნ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ორგანოებთან ერთად განსახლების საკით­ხთან დაკავშირებით გადაუდებელი ღო­ნის­ძიებების ორგანიზე-ბა/გან­ხორ­ციე­ლება“.

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1” ქვეპუნქტი:

„პ1) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამე­დ­ცინო მომსახურების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონით ან ვაუჩერის საშუალებით“;

გ) დებულების მე-3 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1” და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს სამინის­ტროს მიზნობრივი პროგრამების პროექტები;

„ა2) განსაზღვროს ვაუჩერის ფორმა, გაცემისა და გამოყენების წესი“;

დ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­­­დეგი რედაქციით:

„ვ) ამ დებულებისა და სტრუქტურის შესაბამისად ამტკიცებს სამინის­ტროს საშტატო ნუსხას, ხოლო სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელ­ფა­სის ფონდს, თანამდებობრივი სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას ითანხმებს“.

ე) დებულების მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ვ) დებულების მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება“;

ზ) დებულების მე-11 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ მომზადებაში ხელშეწყობა და კოორდინაცია;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                            ლ. ვარშალომიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია