რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4989-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-11
სარეგისტრაციო კოდი
480610000.09.001.016059
რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ

ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების საგარეო, მათ შორის, სამეზობლო ურთიერთობებში მზარდ მნიშვნელობას იძენს კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა და გლობალური გამოწვევების პირისპირ საერთო ხედვის ჩამოყალიბება;                 

ვინაიდან გაეროს გენერალური ასამბლეის 2010 წლის 24 სექტემბრის 65-ე სესიაზე ოფიციალურად გახდა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესახებ;

ვინაიდან 2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციით აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდი, რითაც სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცა რუსეთ-კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) შედეგებს,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნას:

ა) ჩერქეზული კულტურის ცენტრი საქართველოში;

ბ) ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                  დ. ბაქრაძე

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№4989-რს

კრებსითი — სრული ვერსია