„სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-12
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.108.016057
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

20011 წლის 1 ივლისი

ქ. სენაკი

 „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის  27  მაისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

  1. „სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.06.2011 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „12. სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.“.

     2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე    ბ. ნარმანია

 

კრებსითი — სრული ვერსია