``აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ`` აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-07-12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.110.016059
``აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ`` აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2011 წლის 5 ივლისი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19″ მუხლის პირველი პუნქტის, 1915 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების, „აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და „აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3 და №4 დადგენილებების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით გაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №20 დადგენილებაში (საკანონდმებლო მაცნე 2011.02.05), შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ;

დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.“ „ა. 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მისი საპრივატიზებო საწყისი ფასის 7 (შვიდი) პროცენტის ოდენობით (დანართი №1 შესაბამისად).

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე   დ. თოფურია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

№¹

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ადგილმდებარეობა

1 კვ.მ. მიწის საპრივატიზებო საწყისი ფასი ლარებში

საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლარებში

1.

ქ. აბაშაში და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი-სენაკი-ლესელიძე) 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწა

15.792

1.11

2.

სოფლებში, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

7.896

0.55

3.

დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

3.948

0.28

4.

დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანა) და (აბაშა-მარტვილი) საავტომობილო გზების 50 მეტრ რადიუსში მდებარე მიწისა

7.896

0.55

 

კრებსითი — სრული ვერსია