ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება № 17.06.719
2011 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გუდაურის განვითარების ფონდის შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ’’ (სსმ, 27.04.2011) ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის №09.01.331 დადგენილებით დამტკიცებულ წესდებაში (დებულებაში) შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ პუნქტი :
„ჟ1) კანონმდებლობის შესაბამისად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და რეალიზაცია.“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა